კანადაში, საჰაერო შოუს დროს მომხდარ კატასტროფას მფრინავი ემსხვერპლა

კანადის პროვინცია ალბერტაში, საჰაერო შოუს დროს მანევრის შესრულებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის კაბინაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო შოუს დროს ორი საშუალო ზომის თვითმფრინავი საჰაერო მანევრებს ასრულებდა. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გაქრა, ერთი საათის გასვლის შემდეგ კი, თვითმფრინავი ალბერტას ადმინისტრაციული ცენტრიდან 180 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

კატასტროფა განიცადა სასწავლო თვითმფრინავმა Nanchang CJ-6, რომელიც ჩინეთშია დამზადებული. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული მფრინავი 40 წლის იყო, მისი ვინაობა არ ვრცელდება.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად