კანადაში რეკორდული სიცხეების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა

რეკორდული სიცხის გამო, კანადის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ერთი კვირის განმავლობაში 719 მოულოდნელი გარდაცვალება დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ეს საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

ამასთან, ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ საბოლოო ციფრი ჯერ კიდევ არ არის და რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კანადაში რამდენიმე დღის განმავლობაში რეკორდული სიცხე იყო. რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ +50 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.

კომენტარები
იტვირთება...