კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ხანძრის 170-ზე მეტ კერას ებრძვიან

კანადაში ხანძრის 170-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის კოლუმბიის რეგიონში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა.

მზადყოფნის რეჟიმშია გადასული კანადის შეიარაღებული ძალები.

მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხია. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ბრიტანეთის კოლუმბიაში 12 ათასი მეხის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება ბრიტანული კოლუმბიის მთავრობასთან ითანამშრომლებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქი ლიტონი, სადაც 49.6 ცელსიუს გრადუსი სიცხე დაფიქსირდა, ხანძარმა სრულად გაანადგურა.

კომენტარები
იტვირთება...