კანადაში, ქალი დაახლოებით 1,500 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გადარჩა

კანადაში 30 წლის ქალი დაახლოებით 1,500 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქალი პარაშუტით კანადის პროვინცია კვებეკის ქალაქ ტრუა-რივერიდან გადმოხტა, თუმცა არც მთავარი და არც სარეზერვო პარაშუტი არ გაიხსნა და იგი ტყის მიდამოში ჩამოვარდა.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მოტეხილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ხერხემლის. თუმცა, ტრავმები მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

”ეს სასწაულია…არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი გადარჩეს თვითმფრინავიდან ასეთი ვარდნის შემდეგ”,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

”ჩვენ ყველას რაღაცის იმედი გვქონდა”, – ამბობს მეორე პარაშუტისტი, რომელიც  წარუმატებელ ნახტომს თვალს ადევნებდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამომძიებლები ამოწმებენ, იყო თუ არა კრიმინალური დაუდევრობა ინციდენტის მიზეზი.

1972 წელს სერბი სტიუარდესა ვესნა ვულოვიჩი 10160 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მან უამრავი მოტეხილობა და დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დღე კომაშიც იმყოფებოდა, მაგრამ გადარჩა.

10 თვის განმავლობაში მისი ქვედა ტანის პარალიზება მოხდა. მკურნალობას 16 თვე დასჭირდა. ვულოვიჩმა კიდევ 44 წელი იცოცხლა და 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად