კანადაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კანადაში მომხდარო სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ CBC და City News იუწყება.

ინციდენტი 14 სექტემბერს, იქაური დროით 18:22 საათზე მოხდა. დაღუპული ზრდასრული მამაკაცი აღმოჩნდა, მისი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დაჭრილებს შორის არის ქალი, იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. აგრეთვე დაჭრილია ორი მოზარდი და ერთი მამაკაცი.

რამდენიმე სავარაუდო მსროლელზე ძებნაა გამოცხადებული. ამ ეტაპზე კი, ქალაქის პოლიციას მოწმეები დაკითხვაზე ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად