კანადაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

კანადაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CTV ავრცელებს.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 18 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის მსროლელის ჩათვლით. ამასთან, ქვეყნის ეროვნული პოლიციის კომისარმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლი გაიზარდოს.

51 წლის გებრიელ უორტმანმა, რომელიც სტომატოლოგად მუშაობდა და პროთეზებს ამზადებდა, კვირას ღამით, ქალაქ პორტალიკში ხალხს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო შემდეგ, ქალაქიდან 90 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებებში გადავიდა და იქაც ესროდა ადამიანებს.

მისი დაკავების ოპერაცია 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაციის ფარგლებში დაიღუპა კანადის პოლიციის ერთი თანამშრომელიც, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უორტმანი პოლიციის მსგავს ფორმაში იყო გამოწყობილი და მოძრაობდა ავტომობილით, რომელიც აგრეთვე ჰგავდა პოლიციის ავტომობილს. თუმცა, უორტმანი არ იყო პოლიციის თანამშრომელი და მისი ავტომობილის ნომერიც არ ჰგავდა პოლიციის ნომერს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ იგი დააკავა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი სროლისას დაიღუპა. მისი მოქმედების მოტივები ჯერ დადგენილი არ არის. პოლიციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ დაღუპულს მას იცნობდა. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ტერორიზმთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად