კანადაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელშიც 100-ზე მეტი მანქანა მოყვა, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ავარიაში, რომელიც კანადაში მოხდა და რომელშიც 100-ზე მეტი ავტომობილი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავარია ერთ-ერთ ჩქაროსნულ ტრასაზე მოხდა. კვებეკის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი, ქარბუქის გამო ცუდი ხილვადობა გახდა. მისი თქმით, ცხრა ადამიანი მძიმედ არის დაშავებული, ხოლო კიდევ 60-ს უმნიშვნელო ტრავმები აქვს.

ტრასაზე მოძრაობა ორმხრივად გადაიკეტა. 10-კილომეტრიანი მონაკვეთი დილამდე დაკეტილი დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად