კანადაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კანადის პროვინცია ალბერტაში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, იგი სროლიას ემსხვერპლა, ხოლო პოლიციის მხრიდან ორი ადამიანი დაიჭრა.

ინციდენტი ქალაქ ბლეკფალდსში მოხდა. პოლიცია ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ამტყდარი სროლის შედეგად გამოძახების გამო მივიდა. ადგილზე მისულ პატრულს, მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა შემთხვევითი გამვლელი.

დამნაშავემ თავიდან, ავტომობილის მეშვეობით ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა უახლოეს ჩქაროსნულ მაგისტრალზე იგი პოლიციამ გააჩერა. ამის შემდეგ დაიწყო სროლა, რომლის შედეგადაც 27 წლის თავდამსხმელი ადგილზევე მოკვდა, ხოლო ერთი პოლიციელი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად