კანადაში Huawei-ის ფინანსური დირექტორი გირაოთი გაათავისუფლეს

კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის უმაღლესმა სასამართლომ, ჩინური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ, რომელიც ვანკუვერში დეკემბრის დასაწყისში დააკავეს, გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას თავდებად დაუდგა ოთხი ყოფილი კოლეგა და მეგობრები და მათ 10 მილიონი კანადური დოლარის (7,5 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა შესთავაზეს მის გასათავისუფლებად. აქამდე კი მეუღლის გათავისუფლებისთვის მისმა ქმარმა განაცხადა, რომ მზად არს გადაიხადოს 15 მილიონი კანადური დოლარი, რაც 11 მილიონი აშშ დოლარი.

მენ ვანჩჟოუ ვანკუვერში 1 დეკემბერს დააკავეს. იგი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდა. აშშ აგრეთვე მის ექსტრადიციას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით პეკინმა პროტესტი გამოთქვა ვაშინგტონის მისამართით და ფინანსური დირექტორის დაკავების შესახებ ორდერის ანულირება მოითხოვა.

ვანჩჟოუმ სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესების გამო გათავისუფლება სთხოვა. მან განაცხადა, რომ ჰიპერტონიის გამო, იძულებული გახდა, მიემართა ექიმებისთვის. ვანჩჟოუმ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მისამართით ბრალდებები უსაფუძვლოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად