კანადაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კანადის მაცხოვრებელს 2019-nCoV-ის ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევაა. მოქალაქე კანადაში ჩინეთიდან, კერძოდ უხანიდან ცოტა ხნის წინა დაბრუნდა.

დაავადებული მოქალაქე ტორონტოს მაცხოვრებელია და 50 წლის არის. იგი ტორონტოში უხანიდან 22 იანვარს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ახალი კორონავირუსის გავრცელება უხანიდან დაიწყო, სადაც გასული წლის ბოლოს დაავადებამ პირველად იფეთქა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულია 56 ადამიანი, ხოლო მისით დაინფიცირებულია მინიმუმ 1,9 ათასი ადამიანი.

გარდა ჩინეთისა, დაავადება დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, კანადაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და კიდევ სხვა ქვეყნებში.

ვირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის 25 რეგიონში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი რეჟიმი გამოცხადდა. ქვეყნის ხელისუფლებამ აგრეთვე დაკეტა 10 ქალაქი და ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად