კანადაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი “მრავალჟამიერით” აღინიშნა(ვიდეო)

კანადაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, კანადის პარლამენტის შენობაში მოეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულებიიყვნენ კანადელი პარლამენტარები, მთავრობის წევრები, კვლევითი ცენტრების ექსპერტები, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა, უკრაინისა და მოლდოვას ელჩებმა. ღონისძება კონცერტმა დაასრულა ,რომელზეც შესრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები.

“მრავალჟამიერი ” ანსამბლმა “დიდგორმა ” შეასრულა,რომელიც ამჟამად კანადაში გასტროლზე იმყოფება .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...