კანადამ, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების მეორე ტალღა უკვე მიმდინარეობს კანადაში და შეიძლება უფრო უარესი იყოს, ვიდრე პირველი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

”კორონავირუსის მეორე ტალღა ახლახანს არ დაწყებულა, ის უკვე მიმდინარეობს და ციფრები ცხადყოფს ამას: როდესაც 13 მარტს ქვეყანა ჩავკეტეთ, დღეში იყო ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა, მაგრამ მხოლოდ გუშინ იყო ათასზე მეტი. ამ შემოდგომაზე სიტუაცია შეიძლება გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე გაზაფხულზე.” – განაცხადა ტრუდომ.

ტრუდომ აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ კანადაში ყველა დაიცავს აუცილებელ ზომებს, როგორიცაა ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ”ერთად ჩვენ შეგვიძლია კონტროლის ქვეშ გვყავდეს მეორე ტალღა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აგრეთვე განაცხადა, რომ კანადამ უკვე დადო შეთანხმებები რამდენიმე მსხვილ გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომლებიც ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ”ჩვენ ის გვექნება, როგორც კი მზად იქნება”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა კანადაში 15 იანვარს დაფიქსირდა. სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და 17 სექტემბერს ათასზე მეტი შადგინა, რაც მაისის ბოლოდან მოყოლებული, რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა აღინიშნება ალბერტას, ბრიტანეთის კოლუმბიის, კვებეკისა და ონტარიოს პროვინციებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად