კანადამ 43 პირის წინააღმდეგ ვენესუელიდან სანქციები დააწესა

კანადის ხელსუფლებამ სანქციების სიაში დაამატა 43 პირი ვენესუელიდან. შესაბამისი დოკუმენტს ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.

“მადუროს რეჟიმის მცდელობაზე საპასუხოდ, რომელიც ცდილობს, გააძლიეროს ავტორიტარული მმართველობა ქვეყანაში, კანადა, რეჟიმის საკვანძო პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით პასუხობს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სანქციების სიაში აღმოჩნდნენ მაღალჩინოსნები, გუბერნატორები და ის სხვა პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

აქამდე სანქციების სიაში იყო 70 ადამიანი.

თებერვლის ბოლოს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, ვენესუელის 4 გუბერნატორის წინააღმდეგ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთვის მხარის დაჭერისა და გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადის გამო, სანქციები დააწესა.

მარტის დასაწყისში კი, აშშ-ის სანქციების ქვეშ აგრეთვე აღმოჩნდა ნაციონალური გვარდიის ექვსი ხელმძღვანელ და ვენესუელის პოლიცია. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მადუროსთან კავშირების გამო, ვენესუელის 49 მოქალაქეს შეერთებული შტატების ვიზები ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...