კანადამ 30 რუსი “მაგნიტსკის კანონის” შესაბამისად, სანქციების სიაში შეიყვანა

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ "მაგნიტსკის კანონის" შესაბამისად, სანქციები დაწესდა.

საერთო ჯამში სიაში 52 ადამიანია, რომლებიც, კანადის ხელისუფლების განცხადებით, პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ასევე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მონაწილეობენ.

"კანადა მზად არის მთელს მსოფლიოში დაიცვას ადამიანის უფლებები და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს. დღევანდელი ღონისძიება არის მესიჯი, რომ კანადა საწინააღმდეგო ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც კორუფციულ დანაშაულში და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებშია ჩართული ", – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის კრისტი ფრილანდის განცხადებაში.

მან დასძინა, რომ ე.წ მატნიტსკის კანონის „ახალი ინსტრუმენტი მათ მიზნებს აკმაყოფილებს". სანქციების სიაში – 30 რუსი შევიდა, მათ შორის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსეი ანიჩინა და სხვები.

ყველა მათგანს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. გარდა ამისა, კანადაში მათი აქტივები გაიყინება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანადის მიერ საკუთარი "მაგნიტსკის სიის" მიღება, მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომების მიღებას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად