კანადა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ვაქცინის პირველი ტესტების ჩატარება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

“კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, პოტენციური ვაქცინის პირველი ტესტების ჩატარება,” – განაცხადა ტრუდომ.

მისივე თქმით, ტესტები ჩატარდება დოლჰაუსის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის ცენტრში. “თუ ისინი წარმატებულად დასრულდება, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინის წარმოება და შემდეგ მისი გავრცელება დაიწყება”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მანამდე, 13 მაისს ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადელმა მეცნიერებმა დაიწყეს სეროლოგიური ტესტების ჩატარება, რომელთა მეშვეობითაც გამოვლინდება ანტისხეულები იმ ადამიანთა სისხლში, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად