კამილა მამედოვა: მარნეულში აგრესიული ქმედებები პარტიებს შორის უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენ ვართ მიჩვეული

ამის შესახებ რადიო ,,მარნეულის” ჟურნალისტმა კამილა მამედოვამ ტვ ,,პირველის” ეთერი ისაუბრა.

,,სხვა არჩევნებთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ აგრესიული ქმედებები პარტიებს შორის უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენ ვართ მიჩვეული. უფრო კვალიფიციური კადრები იმატებენ როგორც დამკვირვებლები, დარღვევებს უფრო ადრეულ პერიოდში იკვლევენ და საოლქო საარჩევნო კომისიას აღარ აქვს შესაძლებლობა დამალოს ის დარღვევები რასაც მანამდე აკეთებდა. დამკვირვებლების კვალიფიკაცია იზრდება, მაგრამ არ იზრდება პოლიტიკური პარტიების კვალიფიკაცია რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ. პარტიებს ცენტრიდან რეგიონში არ ჭირდებათ პოლიტიკოსები მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მართავენ სიტუაციას, ასე არის როგორც სახელისუფლებო პარტია ისე ოპოზიცია.
მართველ პარტიას არ მოსწონს ჟურნალისტები, რომლების სვამენ მწვავე კითხვებს, ადგილობრივ დონეზე არც რადიო ,,მარნეული” არ მოსწონს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ მმართველი პარტიის წამომადგენლებს. ჩვენ ვართ დაბლოკილი, რადგან მათ არ სურთ დამატებითი კითხვების დასმა”-განაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად