კამერუნში ტერორისტულ თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა

კამერუნში ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მებრძოლების მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო Anadolu ავრცელებს.

დაღუპულთა შორის – 21 სამხედრო მოსამსახურე და 16 სამოქალაქო პირია.

კამერუნის უსაფრთხოების ძალებმა 15 ტერორისტი დააკავეს.

ტერორისტული ორგანიზაცია “ბოკო ჰარამი” რეგიონში 2000 წლიდან მოქმედებს.

2009 წლიდან დღემდე, ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...