კამბოჯამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კამბოჯის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ახალი ჩინური კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქალაქ უხანში იმყოფებოდა. VoaCambodia-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მამ ბუნჰენმა განაცხადა.

ის და კიდევ სამი მისი ახლობელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სხვებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, თუმცა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 835-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულია 81 ადამიანი.

ჩინეთის ქალაქ უხანში პნევმონიის განვითარება 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. პნევმონიას აქამდე უცნობი კორონავირუსი 2019-nCoV იწვევს.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა დღეს, 27 იანვარს განაცხადა, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის შედეგად 24 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად, დაღუპულთა საერთო რიცხვმა 80-ს მიაღწია. გარდაცვალების ყველა ახალი შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ეჭვობენ, რომ ამ ტიპის ვირუსი 3.8 ათასზე მეტ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს. ასევე ორმა ადამიანმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად