კალოიანი: ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო მეოთხე ტალღაში შევედით

ამის შესახებ გადაცემა “360 გრადუსში” „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

“მეოთხე ტალღაში შევედით, შევედით პირველ რიგში ხელისუფლების არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. დღეს უწევს ჯანდაცვის მინისტრს იმის აღიარება, რასაც ჩვენ წელიწადნახევრის წინ ვამბობდით, რომ თურმე შარშან რაღაც ღონისძიებები დაგვიადა და მის შედეგს ახლა ვიმკით.

ჩვენ გვჭირდება მასობრივი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მძიმე აგვისტო და უფრო მძიმე სექტემბერი. ფაიზერთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენა რომ მოსახლეობას სურს რომ აიცრას, აქვს აპრობირებული ვაქცინაციის ნდობა, ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან კარგი ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაში მოსახლეობის დამყოლობა გვექნება მაღალი. ერთ დღეში 34 ათასი ადგილი შეივსო, ეს მეტყველებს ყველაფერზე”, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

კომენტარები
იტვირთება...