კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. იუწყება Associated Press.

სააგენტოს ცნობით, “რობინსონ R66” ვერტმფრენი ჩამოვარდა 1 აგვისტოს ადგილობრივი დროით 13.15 საათზე, ქალაქ საკრამენტოს ჩრდილოეთით. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა.

ინციდენტის მიზეზების და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის მოწოდებული. კატასტროფის გარემოებების გამოძიებას აწარმოებს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო.

კომენტარები
იტვირთება...