კალიფორნიაში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

გასული დღის განმავლობაში, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მთლიანობაში კი, კალიფორნიის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ამ ეტაპზე 11 ადამიანი შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ათასობით სახლი აღმოჩნდა ხანძრის საშიშროების წინაშე. როგორც კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, ამ წელს შტატში ხანძრებმა დაახლოებით 930,7 ათასი ჰექტარი მოიცვა. როგორც Associated Press-მა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ისტორიაში. წინა ანტირეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა – დაახლოებით 793,2 ათასი ჰექტარი.

კერების რაოდენობა, აღმოფხვრილების ჩათვლით, 7,600-ს აჭარბებს. ხანძარმა გაანადგურა და დააზიანა 4,265 სახლი და შენობა.

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) მიერ გამოქვეყნებული სურათები სატელიტებიდან აჩვენებს, რომ ხანძრის კვამლით დაფარულია ქვეყნის თითქმის მთელი დასავლეთი სანაპირო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად