კალიფორნიაში, ტყის ხანძრების გამო 7,8 ათასი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიის ხელისუფლებამ, ტყის ხანძრების გამო დაახლოებიტ 7,8 მაცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ რივერსაიდის ოლქის სახანძრო სამსახური იუწყება.

“ევაკუაციის შესახებ ბრძანება მოიცავს დაახლოებით 2,586 სახლს, სადაც დაახლოებით 7.8 ათასი ადამიანი ცხოვრობს”, – ნათქვამია Twitter–ზე გავრცელებულ განცხადებაში.

NBC-ის ცნობით, ხანძარი 4.8 ჰექტარზე მეტ ფართობზე გავრცელდა. ცეცხლთან ბრძოლის სამუშაოებში 375 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად