კალიფორნიაში ტყის ხანძრები დაიწყო

ტყის ხანძრები დაიწყო კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე. იგი სწრაფად გავრცელდა დაახლოებით 4 ათას ჰექტარ ფართობზე. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში მეხანძრეები და ტყის მცველები მონაწილეობენ. ორგანიზებულია მინიმუმ 100 სახლის მაცხოვრებლის ევაკუაცია. როგორც აშშ-ს სატყეო სამსახურში აღნიშნავენ, ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი იყო ჰაერის მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ქარი.

Reuters-ის ცნობით, ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად