კალიფორნიაში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის ქალაქ ბექსფილდში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა,-CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ხარის შერიფმა, დონი იანგბლანდმა განაცხადა. 

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მეუღლესთან ერთად სატრანსპორტო კომპანიაში მივიდა, სადაც მას კონფლიქტი მოუვიდა. ქმარმა თავისი ოპონენტი მოკლა, შემდეგ კი ცოლი. ამის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი მივიდა, რომლიც თავდამსხმელმა ასევე მოკლა. შემდეგ თავდამსხმელმა ერთ-ერთი ბინაში დამალვა გადაწყვიტა, სადაც მან კიდევ ორი ადამიანი მოკლა და ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა. მან გაქცევა მოახერხა. თავდასხმელი გზატკეცილზე პოლიციამ გააჩერა, თუმცა ის მათ მოთხოვნას აარ დაემორჩლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სროლის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია ამჟამად თვითმხილველებს კითხავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად