კალიფორნიაში, პანდემიასთან ბრძოლის გამო ციხიდან გათავისუფლებულთა შორის არ იქნებიან ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები

ზაფხულში, კალიფორნიის შტატში, 8000-მდე პატიმარი ვადაზე ადრე დატოვებს ციხეს.

ციხეებში ადგილების გამოთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა სან ფრანცისკოს ყურის რაიონში მდებარე სან-კვენტინის ციხის მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა მესამედზე მეტი აღმოჩნდა ინფიცირებული.

ამ დროისთვის კალიფორნიის ციხეებში 5841 პატიმარი და 1222 თანამშრომელია ინფიცირებული.

გამასწორებელ დაწესებულებათა დეპარტამენტის წარმომადგენელთა თქმით, დეპარტამენტი განიხილავს იმ პატიმართა სიებს, რომლებსაც სასჯელის მოხდამდე 180 დღეზე ნაკლები დარჩა. ვარაუდობენ, რომ ივლისის ბოლომდე 4800 კაცს შეეხება გათავისუფლება.

ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ოჯახური ან სხვა სახის ძალადობის გამო. ციხიდან აგრეთვე არ გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც არიან აღრიცხულნი როგორც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფიგურანტები.

ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს და არის 30 და მეტი წლის ასაკის, 30 წლამდე ასაკის პატიმრების განთავისუფლების საკითხი კი ინდივიდუალურად იქნება განხილული.

გამასწორებელი დაწესებულებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე დაწესებულებებში მყოფთ პირთა რიცხოვნობა უკვე შემცირდა 10000-ზე მეტი კაცით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად