კალიფორნიაში, მგზავრებით სავსე ავტობუსი გადაყირავდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ავტობუსი ფოლბრუკის დასახლებულ პუნქტთან, აშშ-ის შტატ კალიფორნიაში გადაბრუნდა. ამის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო დაშავდა – 18.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავარიის დროს აგრეთვე მოხდა შეფერხება ავტომაგისტრალზე მოძრაობაში.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის მძღოლი სტივენ ებოტი აცხადებს, რომ ჩარტერული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად