კვირას, კალიფორნიაში, კორონავირუსის 15 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ cnn ავრცელებს.
15 614 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – ასეთია კვირის მონაცემები, რომელსაც კალიფორნიის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. საერთო ჯამში, კალიფორნიის შტატში დაავადებულთა რიცხვი 1 198 934 აღწევს, დაღუპულთა რაოდენობა კი – 19 121.