კალიფორნიაში, კონგრესმენი ქალი, თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობის ბრალდების გამო, გადადგა

აშშ-ში კონგრესმენი ქეით ჰილი მას შემდეგ გადადგა, რაც მის წინააღმდეგ “მიუღებელი სექსუალური ურთიერთობის” თაობაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

მედიის ცნობით, გამოძიება წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული.

კონგრესმენი ერთ-ერთ თანამშრომელთან სექსუალურ ურთიერთობაშია  ეჭვმიტანილი.

თავად ჰილმა თავდაპირველად ეს ბრალდებები უარყო, მაგრამ გასული კვირის დასაწყისში მან აღიარა, რომ თანამშრომლებთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

მან “მიუღებელი საქციელისთვის” ბოდიში მოიხადა, მოგვიანებით კი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად