კალიფორნიაში, ხანძრის გამო, ლებრონ ჯეიმსისა და მისი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

Los Angeles Lakers– ის კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა და მის ოჯახმა კალიფორნიაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, თავიანთი საცხოვრებელი სახლი სასწრაფოდ უნდა დატოვონ.

თავდაპირველად, ჯეიმსმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ დროებითი საცხოვრებლის პოვნას წარუმატებლად ეცადა, ხოლო ერთი საათის შემდეგ, საზოგადოებას აცნობა, რომ საცხოვრებელი ადგილის მოძებნა მაინც შეძლო.

კალათბურთელმა ხანძრის არეალში მყოფ მოქალაქეებს ურჩია, რომ შეძლებისდაგვარად რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ უსაფრთხო ადგილზე.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, დაახლოებით 200,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 27 ოქტომბერს გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს, რომლის სიჩქარე საათში 164 კილომეტრს აღემატება.

შაბათ-კვირას, დამატებითი ხანძრების თავიდან ასაცილებლად, 2,4 მილიონზე მეტ მოქალაქეს ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა.

ლებრონ ჯეიმსი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კალათბურთელია. ის NBA– ს სამგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად