კალიფორნიაში, ჯიპის და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 კაცი დაიღუპა

კალიფორნიაში, მექსიკის საზღვართან ახლოს ორი ავტომობილის შეჯახებას 15 კაცი ემსხვერპლა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში, მექსიკის საზღვართან ახლოს, ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილის და ჯიპის შეჯახების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაღუპულია 15 კაცი.

შემთხვევის ადგილზე, ჰოლტვილთთან, მაშველებმა 14 გარდაცვლილი ნახეს, კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სატვირთო ავტომობილის მძღოლს უმნიშვნელო დაზიანებები აქვს მიღებული.

წინასწარი ინფორმაციით, 8-კაციან ტევადობის ჯიპში 27 კაცი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...