კალიფორნიაში, იახტაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 25 პირი იპოვნეს

მეხანძრეებმა, სანტა-ბარბარაზე, კუნძულ სანტა-კრუსთან ახლოს 25 გვამი იპოვნეს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაიღუპნენ.

ამ ეტაპზე დაკარგულად მიიჩნევა 9 ადამიანი. ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ბორტზე იახტა The Grape Escape-მა აიყვანა. ორი მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. იახტის მფლობელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხომალდზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.

23-მერიან იახტა Conception-ს მყვინთავები იყენებდნენ. იახტაზე ხანძარი დაახლეობით ღამის 3:00 საათზე გაჩნდა.

სახანძრო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მეხანძრეები ხანძართან გამკლავებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...