კალიფორნიაში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ მურიეტაში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა.

ამის შესახებ The Los Angeles Times კომპანია Southern California Gas-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის სამხრეთით გაზის გაყვანილობაზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება კერძო სახლში მოხდა. კომპანიაში შევიდა შეტყობინება გაზის მილის დაზიანების შესახებ. კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც მოხდა მილის დაზიანება.

აფეთქება მას მერე მოხდა, რაც ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ. აფეთქების შემდეგ კი, ერთ-ერთი მაცხოვრებელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...