კალიფორნიაში, ძლიერი ქარიშხლების გამო, 361 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ს ენერგეტიკულმა კომპანია Pacific Gas and Electric-მა (PG&E) განაცხადა, რომ კალიფორნიის შტატში ელექტროენერგიის მასიური შეწყვეტა მოხდა მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი. შესაბამისი განცხადება კომპანიის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

“წლის ამ დროს ძლიერი ქარისა და მშრალი ამინდის გამო, PG&E უსაფრთხოების მიზნით შეწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას დაახლოებით 361,000 მომხმარებელზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ელექტროენერგიის გათიშვა კვირას დილით დაიწყო და ის გავლენას მოახდენს კალიფორნიის 36 ქალაქზე, განაცხადა კომპანიამ.

PG&E-ს წარმომადგენლების აზრით, ძლიერი ქარი გვალვასთან ერთად “ქმნის კატასტროფული ხანძრის საშიშროებას”.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 20 ტყის ხანძარია. წლის დასაწყისიდან შტატში მათი მსხვერპლი 31 ადამიანი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად