კალიფორნიაში, დედამ 5 წლის შვილი მთის ლომს შიშველი ხელებით გამოსტაცა

კალიფორნიაში, მთის ლომი სახლთან ახლოს თამაშით გართულ 5 წლის ბავშვს დაესხა თავს

ხუთშაბათს, 26 აგვისტოს, კალიფორნიაში, კალაბასასის რაიონში, საკუთარ სახლთან ახლოს თამაშით გართულ 5 წლის ბიჭს მთის ლომი (Puma concolor) დაესხა თავს და მდელობზე, სახლიდან დახლოებით 40 მეტრის მანძილზე გაიყვანა.

ხმაურზე სახლიდან ბავშვის დედა გარეთ გამოვარდა და შიშველი ხელებით შეება მთის ლომს. იგი გამეტებით მანამ ურტყამდა მას, სანამ ბავშვი არ გამოსტაცა და არ გააქცია.

მშობლებმა ბავშვი დაუყოვნებლივ წაიყვანეს საავადმყოფოში, შემთხვევის ადგილზე კი ველური ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომლები გაეშურნენ.

სახლთან ახლოს, ბუჩქებში, დაცვის თანამშრომელმა შენიშნა მთის ლომი, რომელიც მასზე თავდასხმისთვის ემზადებოდა და მოკლა იგი. მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მოკლული, 30 კგ წონის ლომი, სწორედ ის იყო, რომელიც ბავშვს დაესხა თავს.

იმავე რაიონში კიდევ ერთი მთის ლომი იპოვეს, რომელიც დააძინეს და მას შემდეგ რაც ტესტირება ჩაუტარეს და დარწმუნდნენ, რომ იგი არ მონაწილეობდა თავდასხმაში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ტყეში გაუშვეს.

5 წლის ბიჭი, რომელმაც მთის ლომის თავდასხმისას თავის და სხეულის ზედა ნაწილის მიდამოებში სერიოზული დაზიანებები მიიღო, ამჟამად ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები
იტვირთება...