კალიფორნიაში, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 8 ათას პატიმარს გაათავისუფლებენ

კალიფორნიის გუბერნატორმა ბრძანება გასცა, რომ ახალი კორონავირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გათავისუფლდეს რვა ათასი პატიმარი. ამის შესახებ ნათქვამია კალიფორნიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივნის რალფ დიაზის განცხადებაში.

“ჩვენ ვცდილობთ, ეს ზომები ისე განვახორციელოთ, რომ ისინი შეესაბამებოდეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმებსაც”, – აღნიშნა დიაზმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გათავისუფლება შეეხო მხოლოდ მათ, ვისაც ერთ წელზე ნაკლები ვადა დარჩა. ამასთან, ამნისტია არ შეეხო სერიოზული დანაშაულების გამო მსჯავრდებულებს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოხსნა კორონავირუსული შემთხვევების დღიური მაჩვენებლის რეკორდი. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაფიქსირდა 71 389 ახალი შემთხვევა. მთლიანობაში, ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ქვეყანაში 3.24 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად