კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის (ფოტორეპორტაჟი)

ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელიც გასულ ოთხშაბათს დაიწყო. დაიწვა დაახლოებით 220 კვადრატულ მეტრი ფართობი და განადგურდა 94 შენობა.

დაახლოებით 80 ათასი შენობა კვლავ რისკის ქვეშაა.

ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს, რომლის სიჩქარე საათში 164 კილომეტრს აღემატება.

ხელისუფლებამ დაახლოებით 200,000 ადამიანის ევაკუაცია ბრძანა.

შაბათ-კვირას, დამატებითი ხანძრების თავიდან ასაცილებლად, 2,4 მილიონზე მეტ მოქალაქეს ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა.

“აიპრესი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად