კალაურის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლაში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა, მიზეზი ხანძარი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის ერთ- ერთ საკლასო ოთახში შეშის ღუმელიდან გაჩნდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის მისი ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...