კალათბურთი: სუპერლიგის ფინალური ეტაპი დღეს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სტარტს აიღებს საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, სუპერლიგის ფინალური სერია, სადაც ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ქუთაისი 2010" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება. სერიის მეორე მატჩი ხვალ 23 მაისს, 18:30 საათზე, კვლავ თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო მესამე (თუ საჭირო გახდა მეოთხეც) შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად