კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევის პირველ შეხვედრაში ალბანეთი 86:47 დაამარცხა

დღეს გაიმართა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა ალბანელებს დიდი ანგარიშით, 46 ქულიანი სხვაობით, 86:47 სძლიეს.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ვიქტორ სანიკიძე გახლდათ.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად