კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევის მეხუთე შეხვედრაში სლოვაკეთი 96:68 დაამარცხა

სპორტის სასახლეში გაიმართა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი მეხუთე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 28 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 96:68 დაამარცხა.

პირველ მეოთხედში ჩვენმა ნაკრებმა სლოვაკებს 30:19 სძლიეს, ხოლო მეორე მეოთხედში 21:20. მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა 20:16 იმარჯვეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში 25:13.

სლოვაკეთთან მატჩში საუკეთესო მექულე თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც მეტოქის ფარში 31 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბოლო, მეექვსე შეხვედრას 17 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად