კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევის მეორე შეხვედრაში სლოვაკეთი 94:63 დაამარცხა

დღეს გაიმართა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ევრობასკეთ 2017-ის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში ქართველ კალათბურთელთა ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 94:63 გაიმარჯვა და მეორე გამარჯვება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია ქართველთა ნატურალიზილებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის თამაში, რომელმაც 16 ქულა და 7 გადაცემა გააკეთა. დიქსონს სამქულიანებისა და საჯარიმო ტყორცნებში 100%-იანი შედეგი ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები შინ, დიდი ანგარიშით, 86:47 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში, სპორტის სასახლეში, 7 სექტემბერს მონტენეგროს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...