კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან 74:76 დამარცხდა

სპორტის სასახლეში გაიმართა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი მესამე შეხვედრა, სადაც ერატმანეთს საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი ჯგუფის ორ ლიდერს შორის დაძაბული გამოდგა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:19 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედი მაონტენეგროელების გამარჯვებით 21:17 დასრულდა.
პირველ ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 2 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 42:40 მოიგეს.

მესამე მეოთხედში ჩვენი ნაკრები 12:22 დამარცხდა მეოთხეში კი 20:14 მოიგეს, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეოთხე მეოთხედში ზაზა ფაჩულიამ მეხუთე პერსონალური მიიღო და მის ნაცვლად პარკეტზე გიორგი შერმადინი შემოვიდა, რომელსაც 4 პერსონალური ჰქონდა, შემოსვლიდან რამდენიმე წამში მანაც მეხუთე პერსონალური დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრებში მონტენეგროს წინააღმდეგ საუკეთესო ბომბარდირი ზაზა ფაჩულია 22 ქულით გახდა.

მომდევნო თამაშს ჩვენი ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ 10 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად