კალათბურთელ კაცთა ნაკრები წევრის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ფეხმძიმედ იყო

ოჰაიოს უნივერსიტეტის კალათბურთელი დონელ კუპერი 2013 წელს BNA-ს დრაფტზე არავინ აიყვანა გუნდში და მას შემდეგ ევროპაში თამაშობდა.

2014 წელს კუპერს ევრობასკეტი-2015 -ის შესარჩევ ტურნირში ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების სახელით მონაწილეობა შეთავაზეს თამაში და მან მოქალაქეობაზე განაცხადი გააკეთა, თუმცა ოჯახური პირობების გამო ბოსნია და ჰერცოგოვინა ისე დატოვა, რომ მოქალაქეობა არ მიუღია.

წლების მანძილზე საბერძნეთის, რუსეთის და საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე კუპერს 2018 წელს კვლავ დაუკავშირდა ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრები და ის გუნდში როგორც ნატურალიზირებული ამერიკელი უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა მოულოდნელად კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მას დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო 2 წლით მისცა დისკვალიფიკაცია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ დოპინგ-ტესტისთვის კუპერის მიერ ჩაბარებულ შარდში აღმოჩნდა ქორიონული გონადოტროპინი – ჰორმონი, რომელიც პლაცენტის მიერ ორსულობის საწყის პერიოდში წარმოიქმნება. მალევე გაირკვა, რომ კუპერმა თავისი ცოლის, იმ დროს ფეხმძიმედ მყოფის, შარდი ჩააბარა და იგი თაღლითობისთვის დასაჯეს ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...