კალანდია: სულ მაინტერესებს რას აკეთებს ეს ხალხი, მაგალითად მუზეუმის თანამშრომელზე მეტს?

რატომ აქვს რესტავრატორს, რომელიც ქვეყანას მილიონების ქონებას უნარჩუნებს სამარცხვინო ხელფასი?! – ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი კალანდია „აიპრესის“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც საუბარი სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებაა.

“სულ მაინტერესებ რას აკეთებს ეს ხალხი იმაზე მეტს (და არა მარტო ესენი) რასაც აკეთებს თავისი ქვეყნისთვის მაგალითად მუზეუმის თანამშრომელი და უფრო კონკრეტულად რესტავრატორი!? რატომ აქვს რესტავრატორს, რომელიც ქვეყანას მილიონების ქონებას უნარჩუნებს სამარცხვინო ხელფასი?! სულ მაინტერესებს და პასუხი ვერასოდეს ვერ მივიღე“ – წერს გიორგი კალანდია.

ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო “აიპრესმა” ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან ინფორმაცია გამოითხოვა სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების ხელფასების, პრემიების და დანამატების შესახებ.

ინფორმაცია სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ იხილეთ ბმულზე: სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების ხელფასები, პრემიები და დანამატები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად