კალაძის ინიციატივა: საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების გარეშე დასახლება არ მოხდება

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“გასულ ზამთარს გვქონდა რამდენიმე უბედური შემთხვევა და ამ შემთხვევების პარალელურად ისმებოდა კითხვა: რატომ ხდება ადამიანების შესახლება იმ კორპუსებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლოატაციაში მიღებული მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ეს ნორმა გაუქმდა 2009 წელს და სწორედ მაშინ იქნა დაშვებული ექსპლოატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება.

ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ამ ნორმის აღდგენას, რომლის მიხედვითაც დასრულებულ მშენებლობაში ვერ დასახლდებიან ადამიანები, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების გარეშე.

ექსპლოატაციაში მიღება არის სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილი, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან.

სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლოატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც გავცემთ მშენებლობის ახალ ნებართვებს, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს ადამიანების შესახლება, რაც ის ექსპლოატაციაში იქნება მიღებული.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამ საკითხზე ასეთი ფუნდამენტური და კომპლექსური მუშაობისთვის და ასევე გამოვთქვა პარლამენტის მხარდაჭერის იმედი” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...