კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრებ 59 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მცხოვრებ 59 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“კვლავ ვაგრძელებთ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემის მოგვარებას.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 59 ოჯახს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფართები გადაეცემათ
•​სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს;
•​მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს;
•​ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ 6 ოჯახს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად