კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრებ 28 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადაეცა

“იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა გრძელდება” . – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 28 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მათ შორის:

14 ოჯახს – დადიანის N2-ში;

9 ოჯახის – თენგიზ სტურუას N29-ში;

3 ოჯახს ქიზიყის ქუჩის N23-ში;

2 ოჯახს მუხიანის დასახლებაში;

1 ოჯახს – წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში

1 ოჯახს – გრიგოლ ლორთქიფანიძის N 22-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...