კალაძე:”ნაცმოძრაობა” რომელმაც დაიწყო ვარდებით და დაასრულა ცოცხებით, ვერასდროს დაბრუნდება!

"როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ თქვენ თუ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას?" – ასე მიმართა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატებს და პირდაპირ ეთერში ააჩვენა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოები. 

" ეს არის რეალური სახე იმ ყველაფრის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მინდა მივმართო საზოგადოებას – გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე. მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით და ხელკეტებით, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ შიდა მოხმარებისთვის“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...