კალაძე ზუგდიდის ჩანაწერზე: ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

“კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი განხორციელებული.”,-ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუგდიდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრსიას განაცხადა.

“კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი განხორციელებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. არ ვიცი კადრებია, აუდიოჩანაწერია, არ ვიცი, არ მინახავს და შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს,“-ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, გია დანელია ჟურნალისტებთან სავარაუდოდ მისი მონაწილეობით ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო არის მონტაჟი და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...