კალაძე: ვიწყებთ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უნდა გაგაცნოთ: ვიწყებთ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას.

გზა სუპერმარკეტ „აგრო ჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და დაუკავშირდება მაჭავარიანის ქუჩას, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიმდებარედ.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა დაახლოებით 2 კილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას.

გელოვანი-მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს იწყება და შვიდ თვეს გასტანს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 000 000 ლარს შეადგენს” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...